დღეს ლუდსახარშ „ზედაზენს“ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დონორი ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელთაც ლუდსახარში დაათვალიერეს და ქართულ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს. საქართველოს თითქმის არ ახსოვს EBRD-ის ასეთი მასშტაბური სტუმრობა ქვეყანაში. EBRD-ის 2000-მდე ტოპმენეჯერის, სპეციალისტის და მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორების მიზანი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლაა, რაც საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების განხორციელების საუკეთესო შანსია.
რაც შეეხება „ზედაზენს“, საწარმო თავად EBRD-ის მიერ იყო შერჩეული, რამდენადაც მათ შორის ურთიერთობა მრავალი წლის წინ დაიწყო.
2004 წელს, EBRD-მა ინვესტიცია განახორციელა ლუდსახარშ „ლიმისში“, რომელიც უკვე ფლობდა ლუდსახარშ „ნატახტარს“ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ორივე მხარისთვის.
„ლომისი“ მაშინ გამართულად მუშაობდა, ოღონდ ქართული სტანდარტით. „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ კი საკმაოდ მაღაი, ევროპულ სტანდარტებს გვიყენებდა. პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი გვასწავლიდნენ, როგორც წარმოების მართვას, ახალ ტექნოლოგიებს, ისე ბუღალტერიას. რომ არა მათი დახმარება, ჩვენ დღეს ამ დონემდე ვერ მივიდოდით“, - ამბობს ბიზნესმენი და „ზედაზენის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი.