თიბისი ბანკში გაიმართება ტექნიკური სავაჭრო ფორუმი

თიბისი ბანკში გაიმართება ტექნიკური სავაჭრო ფორუმი

12 მაისს, 09:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება ტექნიკური სავაჭრო ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას

ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით, თიბისი ბანკისა და EBRD-ს მხარდაჭერით, იმართება. 

ფორუმის მთავარი თემაა:  ვაჭრობის  დაფინანსების სფეროს მიღწევები და გამოწვევები. 

ღონისძიებას გახსნის თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი. 

გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, IV სართული