,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“

,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“

,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისა და პოპულარიზაციის მიზნით ამ სახელწოდებით  აქცია გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჯერ ურეკში, შემდეგ კი გომის მთაზე  უმასპინძლეს . მთისა და ზღვის კურორტებს კი  ერთმანეთთან მხოლოდ 60 კილომეტრი და დაახლოებით 45 წუთიანი გზა აშორებს.

გომის მთა ზღვის დონიდან 2100-2700  მეტრზე მდებარეობს, გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, კურორტს  უკვე ათწლეულებია ადგილობრივები სტუმრობენ, თუმცა  წელს ინფრასტრუქრუტული პროექტების განხორციელება  იწყება.   წყალმომარაგება   და  სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროთან ერთად ელექტროენერგიით უზრუნველყოფა-   -   იმისთვის რომ გომის მთამ მუდმივი დამსვენებლები შეინარჩუნოს და ტურისტების მისაღებადაც მზად იყოს- კურორტის კეთილომოწყობის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.

სტუმრები ჯერ–ჯერობით კურორტს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ- თუმცა სამომავლოდ გომის მთა  შესაძლოა სამთო სათხილამურო კურორტადაც იქცეს- რადგან თოვლი 8 თვის განმავლობაში არ დნება.

ზღვა, მზე და წვრილი ხავერდოვანი ქვიშა  ურეკს  საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ამიტომაც გურიის ამ შავიზღვისპირეთს ზაფხულობით ტურისტები არ აკლია.