ჩინეთის მზად არის გახდეს რეალური მოთამაშე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში

ჩინეთის მზად არის გახდეს რეალური მოთამაშე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში

სტატიაში „ჩინეთის მზარდი აქტივობა საქართველოში“ მაიკლ ჩეჩირე  წერს, რომ  სამხრეთ კავკასიით პეკინის  დაინტერესება, ბოლოდროინდელი მოვლენაა, რადგან ჩინეთის ყურადღება მიიპყრო საქართველოს, როგორც ევრაზიის შიდა ნაწილისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყნის მდებარეობამ. როგორც ირკვევა, პეკინს უფრო მეტი თანხის ინვესტირება სურს ენერგეტიკაში, ტრანსპორტირებაში, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში.

ალბათ, მებრძოლი დემოკრატიისათვის, არარსებობს იმაზე უფრო ნაკლებად კომფორტული ადგილი,  ვიდრე ბუნდოვანი სივრცე ლიბერალურ-დემოკრატიული დასავლეთის გაძლიერებულ საზღვრებსა და მზარდად დამპყრობლურ, აგრესიულ რუსეთს შორის.  საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის, რომლებიც ნატო-ს გამაგრებული სასაზღვრო რეგიონიის ფარგლებს მიღმა არიან, სადაც ნეიტრალიტეტიც კი რისკიანია მოსკოვთან მიმართებაში,  არჩევა  კი არა, აუცილებლობაა სახელმწიფოს გადასარჩენად და არა არჩევანი. ჩინეთის სწრაფად მზარდი ინტერესი საქართველოსადმი პირველად იძლევა   მესამე, სინო-საქართველოს  გზის გახსნის შესაძლებლობას, რადგან დასავლური წყობისადმი ნდობა  გარკვეულწილად იკლებს.

ჩინეთის ინტერესი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისადმი არც ახალია და არც  მოულოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ინვესტიციები „რადარის გავლით“ აღწევს რეგიონამდე,  ისინი ამ ბოლო წლების მანძილზე იზრდება,  საინვესტიციო შესაძლებლობების და ნაკლებფასიანი დიპლომატიურ დივიდენდების ძიების პროცესში. მაგრამ პეკინის მიერ სამხრეთ კავკასიით, როგორც ნამდვილი ყურადღების ღირსი სტრატეგიული რეგიონით დაინტერესება, ბოლოდროინდელი მოვლენაა, რასაც ბიძგი პეკინის ამბიციურმა მრავალმილიარდიანმა „ფსონმა“ მისცა, რომელიც ახალი აბრეშუმის გზასთან  მიმართებაში დააბანდა და  სადაც საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილმდებარეობა შეიძლება გეოპოლიტიკურად არასახარბიელო იყოს, ჩინეთის ყურადღება მიიპყრო საქართველოს, როგორც ევრაზიის შიდა ნაწილისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყნის მდებარეობამ.

საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა, მეტწილად, ეკონომიკური სფეროთი შემოიფარგლება, მაგრამ ამ მიმართულებით ზრდა ნიშანდობლივია. რამდენიმე წლის წინ, ჩინეთის საქმიანობა საქართველოში სხვადასხვა ერთჯერადი პროექტებისაგან  და საკრედიტო ხაზებისაგან შედგებოდა. შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ჩინეთი ძირითადი მოთამაშე გახდა. „საქსტატის“  (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის) მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით მნიშვნელოვნად მოიმატადა ჩინეთი (მოცულობით) საქართველოსათვის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რითაც ოდნავ ჩამორჩება თურქეთსა და აზერბაიჯანს და ოდნავ უსწრებს რუსეთს. პატარა შეფერხებებით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა  2006 წელს არსებული $115 მილიონიდან მკვეთრად გაიზარდა $820 მილიონამდე (2014 წელს). თუმცა, სავაჭრო დეფიციტი გასაგებად ცალმხრივია. საქართველომ, 2014 წელს,  ექსპორტით, მხოლოდ, $90 მილიონის საქონელი გაიტანა ჩინეთში, მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი 1,800 პროცენტით მეტია არც ისე დიდი ხნის წინ (2009 წელს) ექსპორტირებულ საქონელზე.

საქართველოში ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი თანაბრად დადებითია. წლების განმავლობაში პასიურობის შემდეგ,  2012 წლის ბოლოს ჩინეთი გამოცოხლდა. 2011 წელს არსებული $9.6 მილიონიდან, მკვეთრად გაზარდა $200 მილიონამდე (2014 წელს), რაც საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის მეხუთედია. თუკი ახალი ამბებს დავეყრდნობით, ჩინური ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ ახლახან დაიწყო. როგორც ირკვევა, პეკინს უფრო მეტი თანხის ჩადება უნდა ენერგეტიკაში, ტრანსპორტირებაში, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში.

გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეკიდება  ჩინეთის ინტერესს. ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი  ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდა,  რომელმაც უკვე  დაჯავშნა  40 მილიარდი დოლარი ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის რეალობად გადასაქცევად. ქართველმა ჩინოვნიკებმა  ისარგებლეს შემთხვევით და ჩინეთში მოლაპარაკებები დაიწყეს  ადგილობრივ კოლეგებთან, რათა გაიზარდოს ჩინელის ტურისტების რიცხვი საქართველოში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული სფეროა. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მრავლისმეტყველია ჩინეთისა და საქართველოს მიერ  ერთობლივად  ჩატარებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალის გამოსაკვლევი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ის ფაქტი, რომ ეს ფეხდაფეხ მოჰყვა თბილისის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას (რაც გულისხმობს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს), სავარაუდოდ, დამთხვევაა, მაგრამ ეს ის დამთხვევაა, რომელიც განსაზღვრავს თბილისის ინტერესს მრავალფეროვანი გახადოს საკუთარი მზარდი, მაგრამ მყიფე ეკონომიკური ბაზა. ამ კონტექსტში, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ პირველ ქვეყანათა შორის, ვინც ხელი მოაწერა,  პეკინის ხელმძღვანელობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გადატანას.

გეოპოლიტიკური შედეგები

სინო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლები ძირითადად ეკონომიკური  რჩება, თუმცა გეოპოლიტიკური შედეგებიც ცხადია. როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილში, ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ გავლენას აქვს ტენდენცია, თან ახლდეს პოლიტიკური ჩართულობაც. უდაოდ, საქართველოსთვის ეს მისასალმებელი პოტენციური გამოსავალია, მყარად და ხანგრძლივად უპასუხოდ დარჩენილი ევროატლანტიკური მისწრაფებების ფონზე და კვლავ აგრესიული, რეგიონში დომინანტური რუსეთის ჩრდილში. მანამ, ვიდრე პეკინი წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ზეწოლას და ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას, თბილისის ახალი აბრეშუმის გზის  ძირითად კომპონენტად გადაქცევამ შეიძლება ჩინეთისათვის მზარდად პრიორიტეტული გახადოს უსაფრთხოება და სტაბილურობა  საქართველში.

საქართველოში, სკეპტიციზმი დასავლეთის მიმართ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეტად შენელებული პროგრესი ხელს უწყობს პრო-რუსულად მოაზროვნე ევრაზიის მომხრე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გააქტიურებას. საქართველოს მთავრობამ იგრძნო საზოგადოებრივი ფატალიზმი, იგი ზეწოლის ქვეშ არის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით, როდესაც რუსეთის საფრთხე ასე იზრდება და დასავლეთის კაპიტალი წითელი ხალიჩის მიღმა იხევს, ევროკავშირისა და ნატოს გასაფართოებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია, ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკი ჩინეთს უყურებს, როგორც საშუალებას, გაუძლოს რუსეთის ბატონობას, ჩაკეტილი ევრო-ატლანტიკური კარის პირობებში. სხვა ძლიერი მეგობრები, როგორიცაა თურქეთი და ირანიც კი, ასევე წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობას საქართველოსათვის, გაუძლოს რუსეთის აგრესიას  და დასავლეთის სიშორეს.

სინო-საქართველოს თანამშრომლობის მომდევნო პოტენციური  ნაბიჯი შეიძლება იყოს თავდაცვითი შეიარაღება. მაშინ, როცა საქართველომ მცირე პროგრესს მიაღწია თავის ძალისხმევაში, დასავლურ სისტემებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ალბათ  იმის გამო, რომ აშშ-ს და, განსაკუთრებით, ევროპას არ უნდოდა მოსკოვის პროვოცირება, ჩინური სისტემები შეიძლება იქცეს შედარებით იაფ ალტერნატივად საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის, რომელთაც ასე სჭირდებათ საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები - მაშინაც კი, თუ მათ არ გააჩნიათ სასურველი სიმბოლიზმი, რომელიც თან ახლავს დასავლურ შეიარაღებას.

პეკინის დიდი ინვესტიციები  ტრანს-ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის დაპირებებით თბილისისათვის უკვე მიმზიდველად გამოიყურება. შემდგომი თანამშრომლობა - და დივიდენდები - როგორც ჩანს, მხოლოდ დროის საკითხია, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თითქმის უეჭველად, დიდი სიამოვნებით შეხვდებიან. დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით აშშ, სავარაუდოდ, ფრთხილობს, სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის მზარდი გავლენის გამო, მაგრამ საფუძველი თითქმის არა აქვს, უსაყვედუროს თბილისს, რომელიც ცდილობს, გაუძლოს, რუსეთის უპირატესობას, ევრო-ატლანტიკური გარანტიების უქონლობის პირობებში. თავის მხრივ, რუსეთი, ალბათ, უკმაყოფილოა „შუა სამეფოს“ მზარდი კვალით მის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში", მაგრამ მცირე ბერკეტები გააჩნია, შეეწინააღმდეგოს ჩინეთს, საერთაშორისო იზოლაციის  და გულუხვ ჩინურ ენერგეტიკულ გარიგებებზე დამოკიდებულების პირობებში. თუ ტენდენციები შენარჩუნდა, ჩინეთი შეიძლება გახდეს რეალური და სავარაუდოდ, გრძელვადიანი, მოთამაშე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

http://thediplomat.com/2015/05/chinas-growing-presence-in-georgia/