საქართველოს გენერალთა კლუბი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
70 წელი გავიდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სასტიკი ომის დამთავრების შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს 50 მლნ ადამიანი შეიწირა. მათ შორის საქართველოს 350 ათასამდე შვილი. ყოველი მეორე, რომელიც გაწვეული იყო ან მოხალისედ წავიდა ამ ომში, აღარ დაბრუნებულა ცოცხალი. საქართველომ თავის წილად უდიდესი მსხვერპლი გაიღო კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტების დასამარცხებლად. მათი გმირობა მაგალითია ყველა ქართველი სამხედროსათვის, რიგითი იქნება ის თუ გენერალი. მათი გმირობის მაგალითზე უნდა აღიზარდნონ სამშობლოს დაცველები. იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი ეს უდიდესი პატივი და ღირსებაა, რომელიც ღვთისგან არის კურთხეული.
მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღესასწაულს და სათუთად ინახავს გმირების ხსოვნას. ქართველებს მუდამ უნდა გვახსოვდეს ის უდიდესი თავდადება და მსხვერპლი, რომელიც საქართველოს შვილებმა გაიღეს მომავალი თაობების კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის.
დღეს მცირედი ხართ დარჩენილები იმ ომის გმირები და საქართველოს გენერალთა კლუბის სახელით ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს.
უფალი გფარავდეთ
საქართველოს გენერალთა კლუბი