„ხრამი-რუსთავის“, 800 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას, დღის განმავლობაში, წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება.
როგორც კომპანია „რუსთავის წყალში“ აცხადებენ, დღეს, დილის 09:00-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოსახლეობას, წარმოება-დაწესებულებებს, საავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს, ხოლო გარდაბანში მხოლოდ რაიონულ ცენტრს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.