კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს დილიდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადის. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას ითხოვს.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, დილის 11:00-დან, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქვემო და ზემო ფონიჭალას, სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება დღეს, 23:00 საათიდან, ეტაპობრივად, საუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.