კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს დილიდან, კოჯრის რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები დაბა კოჯორში მდებარე ორივე რეზერვუარს პროფილაქტიკის მიზნით უტარდება, რაც აღნიშნული ობიექტების წყლისგან დაცლას ითხოვს.
საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 7 მაისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კოჯორსა და კიკეთს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 7 მაისის 13:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.