უთხარი მსოფლიოს, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული

უთხარი მსოფლიოს, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული

ასე ჰქვია სპეციალურ ფოტოკონკურსს, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის, საქართველოს შესახებ ფოტოკამერით ან ტელეფონით გადაღებული ფოტო, 13 მაისამდე განათავსეთ სოციალურ მედიაში და გამოიყენეთ #Georgia15, ასევე Facebook-ზე და Twitter-ზე მონიშნეთ @EBRD, ხოლო Instargram-ზე @ebrd_official.

საუკეთესო ფოტოებს EBRD ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნებს და ასევე, თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას განათავსებს.

აუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სპეციალურ ღონისძიებაზე მიიწვევს.

ფოტოკონკურსში უკვე ბევრი ადამიანი ჩაერთო. ყველამ ვუთხრათ მსოფლიოს, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული!