ალ. ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში საბავშვო ფესტივალის ,,ცეროდენას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ფესტივალი 1-4 აპრილს ჩატარდა, სადაც რაიონის 19 კერძო და საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და 177-ე სკოლის დირექტორმა გელა ოდიშელიძემ, ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ფესტივალის ინიციატორებმა, ასევე დააჯილდოვეს ჟიურის წევრები. მთავარი პრიზი ,,მაყურებლის სიმპატია“ 119-ე სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ, რომელმაც ახმეტელის სახელობის თეატრში გამართულ დასკვნით საღამოზე სპექტაკლი ,,სიზმარა“ წარმოადგინეს.
დაჯილდოებას დაესწრნენ სტუმრები : მერიის კულტურის საქალაქო სამსახურიდან ანა ლაღიძე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე.
საღამოს უძღვებოდა, მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე.
გლდანის რაიონის გამგეობასა და თბილისისს N 177-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ზღაპრების ფესტივალი ,,ცეროდენა“ ტრადიციული გახდება და ყოველ წელს, გაზაფხულზე ჩატარდება.