გლდანის რაიონის გამგეობის წინ მდებარე სკვერში ,ჭადრაკის მონუმენტი“ გაიხსნება

გლდანის რაიონის გამგეობის წინ მდებარე სკვერში ,ჭადრაკის მონუმენტი“ გაიხსნება

2 და 3 მაისს, 9-11 და 12-15 წლის ასაკობრივ  კატეგორიებში ჭადრაკის ჩემპიონატი  ჩატარდება.  ღონისძიება გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით ხორციელდება.

სკოლებს შორის შეჯიბრი კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში იმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას  რაიონში არსებული 30 კერძო და საჯარო სკოლის მოსწაავლეები მიიღებენ.  პირველი ეტაპი გლდანის რაიონის  ოთხივე ტერიტორიულ ერთეულში ჩატარდება. მეორე ეტაპზე კი 16 მაისს  გამარჯვებული 2 მოსწავლე  ფინალურ შეხვედრას გამგეობის შენობაში გამართავს.

სპეციალურად ამ დღისთვის  ღონისძიებაზე  მოწვეული იქნება  ჭადრაკში  მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას ასევე დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონის გამგეობის წინ მდებარე სკვერში ,ჭადრაკის მონუმენტი“ გაიხსნება.