ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური სამზარეულო. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ იაპონური სამზარეულო? ფუდპანდა სუშის ნაირსახეობას გთავაზობთ. სუში ფილადელფია სპაისი, როლი სპაის საკე, საშიმი მაგურო,სუში მოსუ საკე, სუში ტაკო, სუში უნაგი, სუში ჰოტატე, სუში აბოკადო, სუში ტომაგო ომლეტით, სუში ჰოტატე სპაისი, სუში ები სპაისი, სუში ტობიკო სპაისი, საშიმი მაგურო, როლი "სპაისი სიაკე", ტორი ტერიაკი, ბუტანიკუ უდონი, ბუტანიკუ სობა, ტორი იასაი გოხანი და სხვა.
იაპონური სამზარეულო არის სამზარეულო დღეგრძელი ადამიანებისთვის. მთელ მსოფლიოში იაპონური სამზარეულო აღარებულია ჯანმრთელი კვების ეტალონად. გეოგრაფია – რამაც გამოიწვია იაპონიის მრავალწლიანი გამოყოფა მსოფლიოსგან – არის იაპონური სამზარეულოს თავისებურობის მიზეზი. ორიგინალურობა მჟღავნდება არამარტო ინგრედიენტების სხვაობაში, არამედ მომზადების ხერხებსა და მოწოდებაში. იაპონელებს აქვთ გამოთქმა:”საჭმელი არის როგორც ადამიანი, საზოგადოებაში შიშველი ვერ გამოჩნდება.” მსოფლიოს არც ერთ სამზარეულოში არ აქცევენ გაფორმებას და მიტანას იმხელა ყურადღებას, რამხელასაც იაპონიაში. სუფრის ტრადიციული ჭურჭელი, მრავალფეროვანია ზომით, ფორმით და მატერიალით და არის სილამაზისა და მინიმალიზმის კომბინაცია. იგივე შეიძლება ითქვას საკვების განლაგებაზე, მაგალითად, საშიმი და სუში, მისი გაფორმება – ყვავილებით, ბალახით, ფოთლებით. ყოველი თეფში ნატურმორტია!
ფუდპანდა გამორჩეული იაპონური კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. გიყვართ სიმსუბუქე? თევზი, სუში, ბრინჯი, სოია, ატრია, სოკო, სხვადასხვა ბოსტნეული, მწვანე ჩაი... განსაკუთრებით კი ზღვის პროდუქტები? მით უფრო დააგემოვნეთ იაპონური სამზარეულო. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი იაპონური კერძი ცნობილ რესტორნებში: კიოტო, იაკუძა, საკურა, ექსპრეს სუში, სუში რუმი,სუში ბარი ტოკიო, სუში n1 და სხვა შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის რამდენიმე იაპონური რესტორანი. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული კერძის "მაკი" სუშის რეცეპტს:
შემადგენლობა: ბრინჯი - 250 გრ, მარილი ზღვის - 1/2 ჩ/კ, კიტრი - 100 გრ, კრევეტები - 100 გრ, ძმარი - 70 მლ, შაქარი - 30 გრ, ორაგული - 100 გრ,მწვანე წყლის მცენარეები - 5 გრ
მომზადების წესი: იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების მანძილზე სწავლობენ. სუშის სახეობა მრავალფეროვანია. ყველაზე პოპულარულია მაკი სუში. იაპონიაში სუშის ამ სახეობას აკეთებნ ქალები, დანარჩენებს აკეთებენ მამაკაცები. ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა. პირველ რიგში ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ, ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე.ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით. ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა. ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯის ძმარი. გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ. ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს) ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად.დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით.როცა კარგად შეწებდება დავჭრათ ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.