სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის პოპულარულია საქართველოშიც. კომპანია ბიზნესს დედაქალაქის გარდა ქვეყნის რეგიონშიც აფართოვებს რუსთავისა და ბათუმის შემდეგ 2014 წლის მიწურულს ფუდპანდას სერვისით სარგებლობა მომხმარებლისთვის უკვე ქუთაისშიც ხელმისაწვდომი გახდა. მოკლე დროის მიუხედავად ფუდპანდა აღნიშნულ რეგიონებში პოპულარობით სარგებლობს.
ირკვევა, რომ „ფუდპანდამ“ რეგიონებში უკვე აქტიურად დაიწყო რესტორნების ათვისება, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს სნოვილ რესტორნებში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. საქართველოში მის ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.
„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს ან დროში შეზღუდულები ვართ. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენს გვერდითაა,“ - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი მომხმარებლები.
„ქუთაისის დამატებით ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი 2014 წლის განვითარების გეგმა და ფუდპანდას სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია საქართველოს ძირითად ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. 2015 წლიდან ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი აღნიშნულ ქალაქებში, წლის ბოლომდე ასევე ვგეგმავთ ახალ რეგიონებში გასვლას,“- აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.