ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური სამზარეულო. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ ინდური სამზარეულო? ხბოს ხორცი ქარის სოუსში, კარტოფილის რაიტა მაწვნით, ინდური ფლავი ქათმის ხორცით, თონეში შემწვარი თევზი, ჩანა ბარდის, სქელი ინდური სოუსი, იელოუ დალ ტადკა (ვეგეტარიანული),ჩანა მასალა (ვეგეტარიანული),ალუ გობი (ვეგეტარიანული),გობი მატარ მასალა (ვეგეტარიანული),ჯერა ალუ (ვეგეტარიანული),ქათმის ქარი, ცხვრის ქარი, ქათმის თიკა მასალა, ტოს სალათი, გრინ სალათი, კარტოფილის რაიტა მაწვნით, კიტრის რაიტა, ჩვეულებრივი რაიტა და სხვა.
ფუდპანდა გამორჩეული ინდური კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. ვეგეტარიანელი ხართ? მით უფრო დააგემოვნეთ ინდური სამზარეულო. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ინდური კერძი ცნობილ რესტორნებში: მაჰარაჯა, ტაჯ მაჰალი და სხვა შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის 2 ინდური რესტორანი. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
ინდური სამზარეულო არა მხოლოდ უძველესი და უმდიდრესია, არამედ რეგიონალურადაც ძალზე განსხვავებულია. ეს არა მხოლოდ ქვეყნის სიდიდითა და ენათა და ეთნოსების სიმრავლით, არამედ ისტორიული გავლენებითაც არის განპირობებული. ის, რაც ცნობილ ინდურ ქათმის კარის ქართულ საცივთან შორეულად ანათესავებს, მასში სუნელების დიდი რაოდენობაა. მაგრამ ის, რაც სრულიად უცხოა ამ კერძისათვის, არის ნიგოზი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ შეხვდებით კარის ისეთ ვარიანტს, რომელშიც ნუში იქნება გამოყენებული.
გთავაზობთ ყველაზე პოპულარული კერძის ქათმის ქარის რეცეპტს:
ინგრედიენტები: 4 ქათმის ბარკალი თავისი მენჯით, 100 მლ ღია ფერის სოიოს სოუსი, 4-6 ს/კ მუქი ფერის შესქელებული სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი, ზეთი ქათმის შესაწვავად, 4 ხახვი წვრილად დაჭრილი, 400-600 მლ ქოქოსის რძე, 2-4 /კ ტამარინდის წვენი (ამისთვის ტამარინდის ნაყოფი ჩავალბოთ დაახლოებით ½ ჭ თბილ წყალში და მერე გავწუროთ), 4 ცალი კაფი ლაიმის ფოთოლი, 2 ს/კ პალმის შაქარი.
კარის პასტისთვის: 10 ცალი წითელი ცხარე პილპილი თესლგაცლილი, 2 სორგოს ღერო წვრილად დაჭრილი ან დაჩეჩქვილი, 5 სმ-იანი კურკუმის ფესვი წვრილად დაჭრილი, 5 ხახვი წვრილად დაჭრილი, 5 სმ-იანი ჯანჯაფილის (კოჭა) ნაჭერი, 5 სმ-იანი ცოცხალი გალანგალი, 4 კუკუი (მალაიზიური თხილი) დამბალი და დარბილებული, 1 ს/კ დაფქული დარიჩინი, 1 ს/კ ბელაკანი (კრევეტის ფერმენტირებული პასტა) მოსართავად: 1 მუჭა წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები
მომზადების წესი: ქათამი ამოვავლოთ სოიოს სოუსებში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ერთი საათი ამ მარინადში გავაჩეროთ. კარის პასტისათვის ყველა ინგრედიენტები ერთად დავაბლენდეროთ, სანამ რბილ და პრიალა მასას არ მივიღებთ. ვოკი (აზიური ტაფა) გავავარვაროთ, დავასხათ ცოტაოდენი ზეთი და ქათმის ბარკლები თავისი მარინადიანად ვბრაწოთ ყველა მხრიდან (თან ვურიოთ), სანამ ხორცი დაახლოებით 70%-ით არ მომზადდება. ქათამი ვოკიდან თეფშზე გადავიტანოთ და იგივე ზეთში მოვთუშოთ ხახვი დარბილებამდე. მერე დავუმატოთ კარის პასტა და ცეცხლზე ვურიოთ 1-2 წუთი. დავაბრუნოთ ქათამი და დავასხათ ქოქოსის რძე. დავუწიოთ ცეცხლი. დავუმატოთ ტამარინდის წვენი, ლაიმის ფოთლები და პალმის შაქარი და ვათუხთუხოთ 45-50 წუთი, სანამ ქათამი არ გამზადდება. საჭიროების შემთხვევაში წყალი ან ქოქოსის რძე ჩავამატოთ ხოლმე.
ჭამის წინ მოვრთოთ ქინძის ან ლაიმის ფოთლებით (შეგიძლიათ ხორცს ძვლები გააცალოთ) და გემრიელად მივირთვათ!
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.