ოთხშაბათს, 22 აპრლს 13:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემია და WWF ერთად აღნიშნავენ დედამიწის დღეს.
წელს გვსურს აქცენტი ჯანსაღ ცხოვრების წესსა და გარემოზე ზრუნვას შორის კავშირზე გავაკეთოთ. ამ მიზნით დაგეგმილია WWF -ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემიაში(მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი,მეცამეტე კილომეტრი, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა")
ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. ღონისძიებას დაესწრებიან: ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ლორია.
შეხვედრისას სტუმრები ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარემოს დაცვის მნიშვნელოვნებაზე ესაუბრებიან და მის კავშირზე ჯანსაღი ცხოვრების სტილთან. შეხვედრისას ბავშვებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები და ბურთები ავტოგრაფით.
ღონისძიების მიზანია ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი დაცვითი ორგანიზაციაა ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა, შეაჩეროს დედამიწის ბუნებრივი გარემოს გადაგვარება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ, რასაც ის მიაღწევს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით, ადამიანების დარწმუნებით, რომ განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადობას განაპირობებს და გარემოს დაბინძურებისა და არაეკონომიური მოხმარების შემცირებისთვის ხელშეწყობის გზით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ანა ცინცაძე, WWF კავკასია, atsintsadze@wwfcaucasus.org, 577 271101