გლდანის რაიონის ოთხივე ტერიტორიულ ერთეულში (მუხიანი, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები) შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება დაიწყო.
ავჭალაში, იპოლიტოვ-ივანოვისა და კაჭარავას ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 2“ აწარმოეს.
სამუშაოების მოცულობა 1734,7 კვ.მეტრია და მისი საერთო სავარაუდო ღირებულება 52020 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართზე 50 ოჯახი ცხოვრობს.
შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოწყობისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 32 მისამართზე გამხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპის სატენდერო პროგრამას გამგეობის ინფრასტრუქტურული განყოფილება შეიმუშავებს.
სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევს ქალაქის მერიის აიპ ,,მუნიციპალური ლაბორატორია“ და გლდანის რაიონის ინფრასტრუქტურული განყოფილება.