ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, დიღმის ველზე გადაუდებელ საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

დღეს, დიღმის ველზე გამავალ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

ამ მიზნით, 17 აპრილის 13:00 საათიდან 18 აპრილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება.

ვაკის რაიონში, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის და მიმდებარე ქუჩებს;

საბურთალოს რაიონში, ლისი ვერანდას, სოფელ დიღომში ვაშაძის, ჭანტურიას, თამარ მეფის, მესხის და მიმდებარე ქუჩებს;

მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილს, ჟვანიას, ჯაფარიძის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 18 აპრილის დილის 07:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე. წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე 

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს", - აცხადებენ კომპანიაში.