მინისტრი სოზარ სუბარი  ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა

მინისტრი სოზარ სუბარი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი  ირაკლი კოკაია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდნენ.

მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე იმსჯელეს. მინისტრმა სოზარ სუბარმა  ასტრიდ თორსს დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა მიმართულებით ახორციელებს. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუსლიმი მესხების რეპატრიაციის საკითხიც.  სოზარ სუბარის განცხადებით,  საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა და უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიაზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.