გაზაფხული - წელიწადის დრო, როცა არ იცი რა გინდა, როგორ გინდა ან სულაც გინდა თუ არა რამე... უბრალოდ გრძნობ, რომ რაღაც გიხარია. ამ სიხარულს კიდევ უფრო აათმაგებს ის განცდა, როცა იხსენებ, რომ ზამთრის სუსხიან დღეებს გივსებდა, გიხალისებდა და მუდამ შენს გვერდით იყო ფუდპანდა და ის ახლაც მზად არის გემსახუროთ!
გაატარეთ სადღესასწაულო დღეები ფუდპანდასთან ერთად, რომელიც კერძების საგაზაფხულო არჩევანს გთავაზობთ. ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. არის შემთხვევები როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც...
მაინც როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე? რას გვთავაზობს და გვირჩევს ფუდპანდა? გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - ის ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ის სწრაფი, დროული, სასურველი და თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული.
ფუდპანდას რჩევები გაზაფხულზე: მიზანშეწონილია ოთხჯერადი კვება, სასურველია, კვების რაციონში ჭარბობდეს ხილი, ბოსტნეული და თევზი. მნიშვნელოვანია, კვირის და, მით უმეტეს, დღის რაციონში ერთი და იგივე კერძი არ მეორდებოდეს; თუ კერძს ხშირად მივირთმევთ - ის უნდა იყოს აუცილებლად გემრიელი. საუზმე უნდა იყოს ნოყიერი ვიტამინებით სავსე, სადილი ცილებით გაზავებული, ვახშამი კი, მსუბუქი.
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, მაგრამ როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. დღეისათვის ფუდპანდასთან 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტებიც, რომლებიც მომხარებელს სიურპრიზებს სთავაზობენ, არჩევანი კი თქვენზეა.
წარმოგიდგენთ ყველაზე გემრიელ საგაზაფხულო რეცეპტს:
სოკოსა და ისპანახის წვნიანი
დაჭერით ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა და სტაფილო. გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი... გახურების შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული და დაუწიეთ ცეცხლს ოდნავ. თავდახურულ ქვაბში ჩაშუშეთ ბოსტნეული დაახლოებით 4-5 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ისპანახი და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 3-4 წუთი.
შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში 6-8 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. ამ დროისთვის სოკო გაუშვებს წვენს. დაასხით მდუღარე წყალი, დაახლოებით 1 ლ. და ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს. 3-4 წუთის შემდეგ წვნიანს დაამატეთ კამა ( თუ გნებავთ დაჭერით და ისე დაამატეთ, ან უბრალოდ მთლიანი ჩააგდეთ და მოგვიანებით ამოიღეთ) და მარილი. ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 3-4 წუთი და გამორთეთ.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.