საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის უფროსიც იმყოფებოდნენ.
„1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს და მათ ხსოვნას, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას და მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას შორის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფოდნენ.