„სინათლის ქალაქმა“ კანადური და ხორვატიული ენერგოკომპანიების „Enegro Group Canada inc” და “B.T.R. Group LTD” -ის მიერ წარმოებული დანადგარი დაამონტაჟეს, რომელიც გარე განათების ქსელში ძაბვის სტაბილიზაციას მოახდენს. დანადგარი, პილოტ პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე დამონტაჟდა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის თორნიკე კიზირიას განცხადებით, დანადგარის დამონტაჟების მიზანს ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენება და ქსელში მისი ხარისხის მაჩვენებლის გაზრდა წარმოადგენს.
„აღნიშნული დანადგრი საცდელი ვადით დამონტაჟდა. ჩვენი სპეციალისტები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მის ეფექტურობას შეისწავლიან და დასკვნას წარმოადგენენ, რომელიც თბილისის მთავრობას გადაეგზავნება. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჭირდება თუ არა თბილისის გარე განათების ქსელს მსგავსი დანადგარი“- განაცხადა კიზირიამ.
თორნიკე კიზირიას თქმით, პილოტ პროექტს უცხოური საინვესტიციო ჯგუფი საკუთარი სახსრებით ახორციელებს.