GWP აღმაშენებლის ხეივანში ხვალ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს

GWP აღმაშენებლის ხეივანში ხვალ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აღმაშენებლის ხეივანში 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და 380-მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეცვალა. კომპანია, ხვალ დილიდან, რეაბილიტირებული მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს რესტორან „ფორტუნას" მიმდებარედ განახორციელებს.

სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.

ახალი ქსელის სისტემასთან მიერთების სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, 8 აპრილის დილის 10:00 საათიდან 9 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ზაჰესის დასახლების ნაწილს, ქოშიგორას, სოფ. ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიდ დიღომს, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს

საქალაქო სასამართლოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 9 აპრილის დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.