ზღაპრის ფესტივალი ,,ცისარტყელა“

ზღაპრის ფესტივალი ,,ცისარტყელა“

გლდანის რაიონის # 177-ე საჯარო სკოლაში ზღაპრების ფესტივალი ,,ცეროდენა“ დასრულდა, რომელიც   1, 2, 3, და 6 აპრილს მიმდინარეობდა. ფესტივალში  17  საჯარო და 2  კერძო სკოლამ მონაწილეობდა . მალე გამარჯვებული სკოლა დასახელდება  და  ნომინაციის  - ,,ჟიურის სიმპათია“ - მფლობელი  27 აპრილს  სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში სპაქტაკლს წარმოადგენს. ფესტივალში მონაწილე ჯგუფები დაჯილდოვდებიან დიპლომებით. ასევე დაჯილოვდებიან  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ნამუშევრები დიპლომებითა და ფასიანი სჩუქრებით.

ფესტივალის მონაწილეებს  გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და # 177-ე სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე მიესალმნენ.   ჟიურის წევრებად მოწვეულნი იყვნენ: გლდანის რაიონის გამგეობის პიარ სამსახურიდან  - ნინო სვანიძე,  გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე  -ნინო ასათიანი,  სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი  ბექნუ ქაფიანიძე და სსიპ თბილისის # 177-ე საჯარო სკოლის დრამატული წრის ხელმძღვანელი - ვასილ ღუნაშვილი.

გლდანის რაიონის გამგეობასა და თბილისისს #177-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, დაფუძნდა ზღაპრების ფესტივალი ,,ცეროდენა“. მხარეთა შეთანხმებით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველი წლის აპრილის თვეში ჩატარდება.