შეხვედრა მუხრანში

შეხვედრა მუხრანში

სოფელ მუხრანში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა იმ ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს. როგორც მან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის აამოქმედებს შეღავათიანი სესხების პროგრამას, რომლის საშუალებითაც სოფლის მცხოვრებლები შეძლებენ აღნიშნული სესხით ისარგებლონ და სოფლის მეურნეობა ფეხზე დააყენონ. ივანიშვილის თქმით, სესხი იქნება გრძელვადიანი, 0-დან 3%-მდე, რათა სოფლის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხელი არ შეუშალოს. მისივე განცხადებით, მას წლების განმავლობაში ბევრი აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემაში, ასევე ჩადებული ჰქონდა 700 მილიონი დოლარი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის. ივანიშვილის თქმით, მას ხელისუფლებაზე მეტი აქვს გაკეთებული განათლების სექტორშიც. როგორც მან აღნიშნა, სწორედ მისი ფინანსებითაა აშენებული 40 სკოლა, 100 000-ით მერხი აქვს შეძენილი და პროექტი "ირმის ნახტომიც" სწორედ მისი დაფინანსებული იყო.

  •