საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (მეოთხე ნაწილი)

საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (მეოთხე ნაწილი)

დღეს მსოფლიოში რუსეთის გარეშე თითქმის არცერთი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხი არ განიხილება და ამას აღიარებს ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენიც: “ნატოს გენერალური მდივნის ხარისხში მუშაობის ჩემი პირველი დღიდანვე გასაგებად აღვნიშნე, რომ რუსეთ-ნატოს თანამშრომლობა რჩება სტარტეგიული მნიშვნელობის საქმედ. ნატოს და რუსეთს შეუძლია თავი ერთად დაიცვან. როცა ნატომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ნატოს-რუსეთის ძირითად აქტს 1997 წელს, შევთანხმდით იმაზე რომ თავს შევიკავებდით ერთმანეთის მიმართ მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან. ამიტომ გარანტიები უკვე არსებობს უკვე 10 წელზე მეტია”.

ავღანეთში ხანგრძლივ ომში ჩათრეული ნატოს ჯარებისათვის რუსეთზე გამავალი სატარანსპორტო დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სტრატეგიული შეიარაღების საკითხში შეთანხმება დასავლეთის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, ნატოს ევროპული ქვეყნების ენერგეტიკული რესურსების ძირითადი წყარო არის რუსეთი, რომელიც მისი გაზით მომარაგებას 25%-დან 40%-მდე უზრუნველყოფს. ეკონომიკა უდავოდ არის ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, ხოლო, თავის მხრივ, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელია ენერგორესურსებით მისი მომარაგება და ახლა, წარმოიდგინეთ, ევროპის ქვეყნების სიცოცხლისუნარიანობა რა მასშტაბით ყოფილა დამოკიდებული რუსეთზე, რომელსაც ხელის ერთი მოძრაობით ონკანის გადაკეტვით შეუძლია სრული სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დააყენოს მთელი დასავლეთი.

რუსეთმა 2011 წლის 8 ნოემბერს გახსნა 10 მილიარდ დოლარად ღირებული პროექტი, 1224 კმ. სიგრძის გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე ე.წ. “ჩრდილოეთის ნაკადი”, რომელიც სატრანზიტო ქვეყნების გვერდის ავლით,(ძირითადად უკრაინა-პოლონეთი), პირდაპირ გერმანიაში შედის და ნაწილდება დანარჩენ ევროპაზე. 2012 წლის ბოლოს მეორე პარალელური მილსადენის ამოქმედების შემდგომ რუსეთიდან ევროპაში შევა წელიწადში 55 მილიარდი კუბ. მ. გაზი.

რუსეთი ამითაც არ კმაყოფილდება და “სამხრეთის ნაკადის” პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსკოვის გეგმით მან "არასასურველ" სატრანზიტო ქვეყნებზე დამოკიდებულებისგან რუსეთი სრულად უნდა გაათავისუფლს. მილსადენმა შავი ზღვისფსკერით რუსეთის ტერიტორია ბულგარეთს უნდა დაუკავშირს, საიდანაც გაზი ევროპის სხვაქვეყნებს უნდა მიეწოდოს. მისი ამოქმედების შემთხვევაში "გაზპრომს" ტრანზიტისთვის უკრაინის ტერიტორიის გამოყენება თითქმის აღარ დასჭირდება."სამხრეთის ნაკადს" რუსეთის ხელისუფლება "ნაბუკოს" უშუალო კონკურენტად მიიჩნევს. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი დასრულებაც 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მილსადენის სიმძლავრემ კი 2018 წლისთვის წელიწადში 60 მილიარდ კუბურ მეტრს უნდაგადააჭარბოს.

ევროკავშირს სურს გაზით მომარაგების დივერსიფიკაცია განახორციელოს, რათა დიდწილად რუსეთზე არ იყოსდამოკიდებული. ამიტომ მას ტრანსკავკასიური გაზის მაგისტრალის “ნაბუკოს” პროექტს უპირისპირებს. 3900 კილომეტრის სიგრძის "ნაბუკოს" გაზსადენი, რომელიც თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის ტერიტორიაზე გაივლის, უკვე არსებულ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს უნდა შეუერთდეს. მისი გამტარიანობა წელიწადში 31 მილიარდ კუბ. მეტრს შეადგენს, რაც ევროპის გაზის მომარაგების მაქსიმუმ 10% იქნება. პროექტის ღირებულება 12-13 მილიარდ დოლარს აღწევს. მაგრამ ამ მილების გაზით შევსება უნდა განხორციელდეს აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და შუა აზიის სხვა ქვეყნებისსაბადოებიდან, რომლებზეც რუსეთს უდიდესი პოლიტიკური გავლენააქვს, რაც მათ რუსეთის საწინააღმდეგოდ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს. ამავე დროს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისარის უთანხმოება თურქეთის მხრიდან სომხეთთან ნორმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების გამო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნაბუკოს პროექტის განხორციელება ძლიერ გაიწელა, მაშინ როცა რუსეთი ამ ფრონტზე სწარაფად და ეფექტურად მოქმედებს.

რუსეთმა უკრაინისთვის ერთადერთი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევით მასზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები მოიპოვა, რითაც უკრაინა აიძულა 2042 წლამდე გაეგრძელებინა სევასტოპოლში რუსეთის საზვაო ფლოტის ბაზების განლაგების შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და უკრაინას რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსის საბაჟო კავშირში შესვლასა და არა მარტო ნატოში, არამედ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას აიძულებს.

გაზსადენის სამხრეთ ნაკადისა და სხვა მრავალმილიარდიანი პროექტების განხორციელების გამო მიმდინარეობს რუსეთისა და თურქეთის ინტენსიური პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. თურქული გაზეთი"Today's Zaman" წერს: “ცივი ომის წლებში ნატოს არასაიმედო წევრი თურქეთი ახლა რუსეთის სტარატეგიული პარტნიორია”. რუსეთი ახორციელებს ყველაზე დიდი, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვარგარეთულ ინვესტინციას, თურქეთში მერსინის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე გასაგები უნდა გახდეს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სიტყვების ძალა და არსი, რომელიც მან მიუნხენში 2007 წლის თებერვალში საერთაშორისო სამიტზე წარმოთქვა: ”რა არის ერთპოლუსიანი მსოფლიო? რაც არ უნდა შეალამაზონ ეს ტერმინი, ის საბოლოო ჯამში, პრაქტიკაში ნიშნავს მხოლოდ ერთს, ეს არის ძალაუფლების ერთი ცენტრი, ძალის ერთი ცენტრი, ერთი ცენტრი გადაწყვეტილების მიღებისა, ეს არის ერთი პატრონის, ერთი სუვერენის მსოფლიო და ამას დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო... ვთვლი, რომ ერთპოლარული მოდელი თანამედროვე მსოფლიოსთვის არათუ მიუღებელია, არამედ საერთოდ შეუძლებელია. რუსეთი 1000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და ის თითქმის ყოველთვის სარგებლობდა პრივილეგიით, ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ჩვენ არ ვაპირებთ ეს პოლიტიკა შევცვალოთ... მე მგონია, რომ ჩვენს პარტნიორებს არ სურთ მოკავშირეები, მათ სურთ ვასალები, მათ სურთ მართონ, მაგრამ რუსეთი ასე არ მუშაობს”.

ფრედერიკ ენგლადი, ავტორი წიგნისა “დომინირების სრული სპექტრი”, წერს, რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც კონტროლდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, პენტაგონის მიერ. ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი არის იმაზე მეტი, ვიდრე მსოფლიოს მოწინავე 52 ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ერთად აღებული. ის კრავს ხელს ნატოს აღმოსავლეთისკენ”.

სტივენ კოენი, ავტორი წიგნისა “კითხვათა კითხვა – რატომ აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი” წერს, რომ ნატოს გაფართოება იყო ამერიკის უდიდესი შეცდომა ამ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, რადგან მან ამით საბოლოოდ გადაიმტერა რუსეთი. ეს ნატოში შემავალი ქვეყნების უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, რომ მათ შეუძლიათ რუს დათვს ცხვირში მოარტყან და მერე აშშ-ს უკან დაიმალონ“.

ამ სიტყვების საფუძველს კოენს უქმნის ის რეალობა, რომლის მიხედვითაც 1994 წელს გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთის ჯარების გამოყვანის სანაცვლოდ დასავლეთს ნატოს ჯარები 1 სმ-თაც კი არ უნდა წამოეწია წინ რუსეთის საზღვრებისკენ, მაგრამ მოხდა პირიქით, 1999 წელს ნატოში შევიდნენ უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი, ხოლო 2004 წელს ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, 2009 წელს კი ალბანეთი და ხორვატია.

კოენი ამბობს: “არ შეიძლება განალაგო ჯარები სხვა ქვეყნის გარშემო და თან ეუბნებოდე რომ შენ ჩემი მეგობარი ხარო. სად არის აქ ლოგიკა? ეგ იგივეა დანას მიღერებდეს მეზობელი და თან მიმტკიცებდეს კეთილგანწყობასო”.

ერთპოლუსიანი მსოფლიო რომ ბევრად უფრო საშიშია პატარა ქვეყნებისთვის, ეს ჭეშმარიტება ნატოს მიერ 1999 წლის 24 მარტს სერბეთის სასტიკი დაბომბვითაც მტკიცდება. გაეროს ყოველგვარი სანქციის გარეშე ნატომ თვითნებურად მოაწყო აგრესია სუვერენული სერბეთის წინააღმდეგ. 1200 თვითმფრინავი 78 დღის მანძილზე შეუჩერებლად ბომბავდა სერბეთის 995 ობიექტს. დაიღუპა 2000 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 30% ბავშვი. სერბეთს მიადგა 200 მილიარდი დოლარის ზარალი და ამ საშინელი დარტყმიდან 10 წლის შემდეგ 2008 წლის თებერვალში სერბეთის ძირძველი რეგიონის, კოსოვოს დამოუკიდებლობა აშშ-ის დაჟინებული მოთხოვნით ცნო დასავლეთის ყველა სახელმწიფომ. მიზეზი კი, ვითომ იყო სერბების მიერ ალბანელების გენოციდი, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ორივე მხრიდან დაღუპული იყო 2000 ადამიანი და აქედან 500 ალბანელი და 1500 სერბი.

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ენდრიუ ბაჩევიჩის აზრით, ეს დაბომბვები „უნდა ქცეულიყო გაკვეთილად ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელთაც ილუზიები აქვთ, რომ მათზე არ ვრცელდება ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ნორმები და წესები“, რომლებიც ვაშინგტონმა დაამკვიდრა. უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ის ჰეგემონიის დამყარება გაერთიანებულ, ინტეგრირებულ და თავისუფალ ევროპაში.

ნატოს აგრესიამ მთავარ მიზანს – სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლების დამხობას ვერ მიაღწია. ამიტომ 2000 წლის ოქტომბერში ამერიკამ და გერმანიამ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელიც შემდეგ სხვაქვეყნებშიც განმეორდა და რომელსაც „ფერადი რევოლუცია“ ეწოდა. ამით ხელისუფლებაში პრონატოური ძალები მოიყვანეს.

მილოშევიჩის “მოულოდნელი” დაღუპვა ციხეში, საერთაშორისო ტრიბუნალის მიმდინარეობის დროს ხელსაყრელი აღმოჩნდა დასავლეთისთვის. სასამართლოს აღარ დასჭირდა იმ მტკიცებულებათა განხილვა, რომლებიც მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ადასტურებდნენ.

მთავარი მიზეზი კი, როგორც ირკვევა, იყო ის, რომ სერბეთი არ აპირებდა ნატოში შესვლას და თან რუსეთის მოკავშირე მართლმადიდებლურ ქვეყნად ითვლებოდა. ამავე დროს, მოხდა მუსლიმებისთვის კოჭის გაგორება ევროპაში ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, რომლებთანაც აშშ-ს ავღანეთისა და ერაყის ოპერაციების გამო ურთიერთობა მეტად დაუმძიმდა.

ამერიკელებს კიდევ ერთი მიზეზიც ჰქონდათ კოსოვოში; ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გარდა, არსებობდა კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების კიდევ ერთი მარშრუტი კოსოვოს გავლით ადრიატიკის სანაპირომდე, საიდანაც ნავთობი ტანკერებით დასავლეთ ევროპის ბაზარზე გაჰქონდათ.

ანა დევდარიანი თავის წერილში „დაავიწყდა კია სერბეთს, რომ მას ბომბავდნენ?“ წერს: “2001 წელს დაიწყო 920-კილომეტრიანი ტრანსბალკანური ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც 2005 წელს უნდა ამოქმედებულიყო. პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბაქოდან სუფსაში ტრანსპორტირებული ნავთობი ტანკერებით უნდა გადაზიდულიყო ბურგასამდე და შემდეგ ბალკანეთისა და მაკედონიის გავლით ადრიატიკის პორტ ვლორამდე ალბანეთში. ნავთობსადენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საერთაშორისო სამშვიდობო ძალები გენერალ მაიკლ ჯექსონის ხელმძღვანელობით. ნავთობსადენის დაგეგმილი სიმძლავრე დღეში 750 ათას ბარელს შეადგენდა. ამ ნავთობსადენის მშენებლობაზე ალბანელებთან, მაკედონიელებთან და ბულგარელებთან (AMBO– ამერიკული კომპანიაა) ერთად მუშაობენ ისეთი გიგანტები, როგორცაა Texaco, Chevron, Exxon, Mobil, BP, AMOCO, Agip და ToTal Fina elf. კომპანია Halliburton-მა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სახელს, 1999 წელს უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა Camp Bondsteel-იააშენა, რომელიც ბალკანეთში განთავსებულ სამხედროებს ემსახურება. იგი 360 ათას კვ.მტერიტორიას იკავებს და მისი პერიმეტრი 11,2 კმ-ს შეადგენს. ბაზას 2,5 მეტრი სიმაღლის მიწაყრილიაქვსშემოვლებული. ეს სამხედრო ბაზაც და კოსოვოს დამოუკიდებლობაც მხოლოდ ნავთობსადენის დასაცავად გახდა საჭირო. ნავთობსადენის გასწვრივ ამერიკული პროტექტორატები უნდა შეიქმნას. ზოგიერთი ექსპერტის ინფორმაციით, აშშ-მა ალბანეთს აღუთქვა „დიდი ალბანეთის“ შექმნა, რომელსაც, კოსოვოს გარდა, საბერძნეთის ტერიტორიის ნაწილსაც შეჰპირდა. ალბანელების მეშვეობით ამერიკას სურს, მაკედონია, ბულგარეთი და ალბანეთი, ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, წმინდა ამერიკულ პროტექტორატებად აქციოს”.

მოკლედ, აქაც დაწყევლილმა ნავთობმა ითამაშა თავისი გადამწყვეტი როლი ჰეგემონი ქვეყნის, აშშ-ის სერბეთით ასე ღრმად დაინტერესების საქმეში.

აშშ-ის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე პუტინი ამბობს: ”ჩვენ ვხედავთ დღეს როგორ ვითარდება სამხედრო კამპანია. რაზეა დაფუძნებული წარმატება. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალები უნდაპასუხობდნენ დღევანდელი დღის მოთხოვნებს ჩვეულებრივ შეიარაღებაშიც და ატომური შეკავების ძალებშიც”.

რუსეთი აღარ ერიდება – თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, დასავლეთის ინტერესებს სამხედრო დაპირისპირებითაც კი გადაეღობოს. 2008 წლის აგვისტო სწორედ ამ სტრატეგიის გამოხატულება იყო, რადგან ის იყო არა მარტო რუსეთ- საქართველოს ომი, არამედ რუსეთ-დასავლეთის ომიც. ამის შესახებ წერს რუსი პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი: “როდესმე ჩვენ სააკაშვილს ძეგლი უნდა დავუდგათ, რადგან მან უდიდესი დამსახურება გაუწია რუსეთს. მსოფლიოში არ სურდათ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა და კვლავ სურდათ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ქართული ეპიზოდი, ეს იყო რუსეთის დიდი გამარჯვება, რადგან ყველამ დაინახა, რომ რუსეთისთვის ზემოდან ყურება არ ივარგებს და ნატოს გაფართოება აღარ არის აქტუალური”.

რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ამა წლის 3 მაისს ნატო–ს წარმომადგენლებს უთხრა, რომ რუსეთი სამხედრო „გამანადგურებელ“ ძალას გამოიყენებდა ნატო–ს რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების წინააღმდეგ, თუკი „სიტუაცია გაუარესდებაო“. ბალისტიკური შემტევი რაკეტების საწინააღმდეგო დანადგართა განთავსება შეერთებულ შტატებს გათვალისწინებული აქვსპოლონეთსა და ჩეხეთში. მარტში ობამამ პუტინს სთხოვა, ამ საკითხზე საუბარს ნოემბრის არჩევნებამდე ნუ გაამწვავებო, მაგრამ როგორც ჩანს პუტინმა უფრო აგრესიული ტონი აირჩია.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ომით ემუქრება და ამ დროს ნატოს ხელშეკრულების მე-5 სტატიის შიში არ აწუხებს, რომლის მიხედვითაც ნატოს რომელიმე წევრის მიმართ აგრესია ნიშნავს ნატოს ყველა წევრის მიმართ აგრესიას და ვალდებულებას დაიცვან ამ აგრესისიის მსხვერპლი. ეს თუ არ მოხდა, მაშინ ნატოს არსებობა საერთოდ აზრს კარგავს. არადა, სწორედ ამის შიშს გამოხატავდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, როცა ამბობდა, რომ რუსეთის რამდენიმე ათეული დივიზიის წიააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ნატოს რამდენიმე სამხედრო ინსტრუქტორია და თავდასხმის შემთხვევაში ნატოს მე-5 პარაგრაფი შეიძლება ცარიელი ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდესო.

როცა ნატოს წევრი ქვეყნის მაღალჩინოსანს ამგვარი შიშები აწუხებს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა სიფრთხილე უნდა მართებდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერი სახელმწიფოაო.

ასეთ ვითარებაში ერთი საინტერესო ფაქტი ხდება, რის შესახებაც გაზეთი The Daily Caller წერს: ”გასულ კვირას, იმ დროს, როდესაც სენატორთა უმრავლესობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, ომის დაფინანსებასა და ამერიკელების საკონსტიტუციო თავისუფლებებზე იყო კონცენტრირებული, სენატორი მარკორუბიო (რესპუბლიკელი ფლორიდიდან), როგორც ჩანს, უფრო უცხოქვეყნის ბედზე წუხდა. კულუარებში ის ცდილობდა ისეთი კენჭისყრის ჩატარებაზე დაეთანხმებინა სენატის წევრები, რომელიც დააჩქარებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. გამარტივებულ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ერთსულოვანი თანხმობა ეწოდება. მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღეს იმიტომ, რომ სენატორმა რენდპოლმა მარტომ აღკვეთა ეს მცდელობა. ეს ტრივიალური საკითხი არ გეგონოთ. არ შეცდეთ: საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება შეერთებული შტატები ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, ამიტომაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს. რუბიოს მცდელობა, ყოველგვარი დებატებისა და კენჭისყრის გარეშე, საკითხი ერთსულოვანი თანხმობით გადაეწყვიტა, – უკიდურესად საეჭვოა და სენატორის გონიერებას ეჭვქვეშ აყენებს”.

 ცნობილ პოლიტოლოგს, დენიელ ლარისონს შესაძლოა სრულიად მართებულად მიაჩნია, რომ რუბიოს ნაბიჯი რუსეთის სიმბოლურ გაღიზიანებას ისახავდა მიზნად, რადგან რეზოლუციის მიღებისშემთხვევაშიც კი ის შედეგს ვერ გამოიღებდა: „საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევა, არა მხოლოდ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს გაამწვავებს, რაც შეიძლება რუბიოს სურსკიდეც, არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს და ის მხარდაჭერა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობისას ჰქონდა საქართველოს აშშ-სმხრიდან, მისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდა. მაგრამ რუბიოს დოკუმენტს, მიღების შემთხვევაშიც, დიდი შედეგი არ ექნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო არ მიიღეს ნატოში, ის არის, რომ წამყვან ევროპულ მთავრობებს არ აინტერესებთ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება ასეთ ღარიბ და დანაწევრებულ ქვეყანაზე.”

ამ ფაქტით მტკიცდება, რომ საქართველოს ლობისტები კულუარებში ისევ განაგრძობენ ნატოში საქართველოს მიღების ლობირებას? მაგრამ არსებობს მეორე სავარაუდო მიზეზიც – ხომ არ არის ეს ის თემა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში წინ წამოსწევენ რესპუბლიკელები? პრინციპში, რესპუბლიკელთა როლზე ვარაუდი ჩვენ უკვე გამოვთქვით აგვისტოს ომის დაწყების მიზეზების კვლევისას და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები საქართველოს თემას კვლავაც იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მითუმეტეს, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, მითრომნის პოლიტიკური კამპანია აშკარად აგრესიული ანტირუსული განწყობებით მიმდინარეობს, რომლის გამოც დამანგრეველი დარტყმები შეიძლება კვლავ საქართველომ მიიღოს.

მიუხედავად არანაირი შანსისა, ნატოსკენ სწრაფვა ნაცხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად მაინც რჩება. ვაშინგტონ ტაიმსი 2011 წლის 7 ნოემბერს წერდა: ”ხელისუფლებისა და გავლენის ხარისხით საქართველოში მეორე პირი დაგვპირდა, რომ მისი ქვეყნის ნატოში მიღების შემთხვევაში ის არ ჩაითრევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან ომში”. ლაპარაკია პარლამენტის თავმჯდომარეზე, დავით ბაქრაძეზე, რომელიც აცხადებს: “ჩვენ ცალმხრივი წესით ავიღეთ ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ამიტომ ვერანაირად ვერ შევუქმნით პრობლემას ნატოს მე-5 სტატიის გამოყენების კუთხით ან რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლებელი საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში”.

ბაქრაძეს ჩვეული სიბრძნით გაუგრძელებია, რომ რუსეთის ჯარების ოკუპირებულ რეგიონებში ყოფნა არ უნდა იქცეს საქართველოს ნატოში შესვლის წინაღობად და მაგალითად მოუყვანია ცივი ომის პერიოდის გერმანია.

რა უნდა ითქვას ქართული დიპლომატიის ამ გამობრწყინებაზე? ჯერ ერთი, თუ საქართველოს არ შეეხება ნატოს ხელშეკრულების მთავარი მე-5 სტატია, რაც ნატოს წევრის დაცვის გარანტიაა მის მიმართ განხორციელბული აგრესიის შემთხვევაში, მაშინ, საერთოდ, რა ჯანდაბა გვინდა ნატოში? ეგრე ხომ გიჟის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომელიც ამტკიცებს რომ ნაპოლეონი ვარო.

მეორეც, დასავლეთ გერმანიისა და აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიმდინარე პროცსებით წარმოიშვა და მათი სუვერენიტეტი, როგორც რეალობა აღიარეს მსოფლიოს სახელმწიფოებმა და რომ არა სსრკ-ს დაშლა მათი შექმნიდან 45 წლის თავზე, გერმანელი ხალხი და მისი ტერიტორია ამ ორი სახელმწიფოს შემადგენლობაში კიდევ განუსაზღვრელი ვადით იქნებოდა. ბაქრაძე და მისი თანამოაზრე ხელისუფალნი თუ ამგვარ ბედს უჩარხავენ საქართველოს ორ რეგიონს, მაშასადამე, ისინი შეგუებიან ამ ტერიტორიების დაკარგვას მინიმუმი რუსეთის დაშლამდე, რაც სრულიად უპასუხიმგებლო, ანტიეროვნული და ბეცი პოლიტიკაა.