პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი სოფელ ბოდბეში, სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის – თემი "ქედელების" ბინადრებს ესტუმრა. აქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს გიორგი არსოშვილმა დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა. „თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის არსებობდეს ღირსეული თანაცხოვრების გარემო", – აღნიშნა გიორგი არსოშვილმა.
სტუმარმა ახალგაზრდებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტკბილეული გადასცა, მასპინძლებმა კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს და მის თანმხლებ პირებს მათ მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკუთარი შემოქმედბება გააცნეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს და „ქედელების" ბინადრებს სისტემატურად უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას.