გიორგი მღებრიშვილმა N8 დაწესებულების ამანათების მიმღები დაათვალიერა

გიორგი მღებრიშვილმა N8 დაწესებულების ამანათების მიმღები დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გოგი გახარიასთან ერთად სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ამანათების მიმღები განყოფილება და საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა.

მინისტრი განყოფილებების მუშაობის სპეციფიკით და თანამშრომლების სამუშაო პირობებით დაინტერესდა, ხოლო პატიმრების ახლობლებს მათთვის გაწეული სერვისების ხარისხსა და ეფექტურობაზე ესაუბრა.