საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადება

საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადება

საქართველოს გენერალთა კლუბი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. მუხლს ვიდრეკთ მისი სულის წინაშე. ყოველი დაღუპული ქართველი მეომარი, საქართველოს ტრაგედიაა. კიდევ ერთი მეომარი დაკარგა სრულიად საქართველომ და უკრაინამ. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული სამუდამო სასუფეველში, სადაც სამარადჟამოდ დარჩება ზეციური საქართველოს დამცველ მეომრად.