ქართული ნატურალური თაფლის გამოფენა-გაყიდვა

ქართული ნატურალური თაფლის გამოფენა-გაყიდვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის ორგანიზებით,  ქართული ნატურალური თაფლის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.  ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს მეფუტკრეტა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი გახსნიან.

აღნიშნულ ფორმატში ქართული თაფლის გამოფენა-გაყიდვა საქართველოში პირველად იმართება და ორგანიზატორების  გადაწყვეტილებით ტრადიციულ სახეს მიიღებს.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის ყველა კატეგორიის თაფლი: წაბლის, ცაცხვის, აკაციის, გაზაფხულის მინდვრის, სუბალპური და ალპური.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ  თაფლის მწარმოებელი 20 ბიზნესოპერატორი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს  კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია;   კარდენახის მეფუტკრეთა გაერთიანება;  საგარეჯოს მეფუტკრეთა კოოპერატივი; მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანების დამფუძნებელი კომპანია; დიდგორის მეფუტკრეთა გაერთიანება; კომპანია ,,ბრეტი“; პროფესიონალი მეფუტკრეები გურიის,  ქვემო ქართლის, იმერეთის, კახეთის რეგიონებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეფუტკრეობის ინვენტარი და დამხმარე მასალები.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს მეჩაიეთა ასოციაცია. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ კომპანიები:  ,,გურიელი“; ,,შემოქმედი“; ,,ტყიბულის ჩაი“; ,,პეტრა“; შპს ,,შოთა ბითაძე“ და ,,კესანი“.

ღონისძიების ფარგლებში, თაფლის კატეგორიების მიხედვით გაიმართება კონკურსი.  გამარჯვებული  ოქროს მედლით დაჯილდოვდება. ანალოგიური კონკურსი  გაიმართება ჩაის მიმართულებითაც. 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება კონკურსი და გამოვლინდება გამარჯვებულები.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

გამოფენა გაიმართება 22-30 დეკემბერს 10:00- 18:00 სთ.

მისამართი: გორგასლის ქ.#4ა