2014 წლის განმავლობაში „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. დასაქმების სააგენტოს, hr.ge-ს ინფორმაციით, ამ მაჩვენებლით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქვეყნის მასშტაბით ლიდერი კომპანიების ხუთეულში შედის.
ნინო ხაჭაპურიძე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „კომპანია ვითარდება, იზრდება პორტფელი, ინერგება ახალი პროექტები და შესაბამისად, მზარდია ჩვენი მოთხოვნაც კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებზე. განსაკუთრებით ეს ეხება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროს. გაყიდვების მიმართულებით წელიწადში რამდენიმე ნაკადს ვიღებთ და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც შეესაბამება ვაკანსიას, ვაძლევთ შანსს, გამოავლინონ თავი და დასაქმდნენ კომპანიაში.“
წლის განმავლობაში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად მონაწილეობს hr.ge-ს და სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში. ფორუმები კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დაინტერესებული კანდიდატი შეხვდეს პოტენციურ დამსაქმებელს, მოსინჯოს შესაძლებლობები. „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ხორციელდება ასევე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა. სტაჟირების თაობაზე ინფორმაციის მიღება სწორედ ფორუმებზეა შესაძლებელი. წლის განმავლობაში 150-მდე სტუდენტი ან კურსდამთავრებული გადის სტაჟირებას სხვადასხვა განყოფილებაში.
ნინო ხაჭაპურიძე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „მომსახურების ხარისხი ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ განხრით ხშირად ვაცხადებთ ვაკანსიას (მაგ. დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი, ოფისის მენეჯერი, ქოლცენტრის ოპერატორი და სხვ. ). ჩვენი კარი ღიაა განვითარებაზე და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის. „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მათ სრული შესაძლებლობა ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი თავი, ისწავლონ და თავიანთი უნარების და ინიციატივების რეალიზება მოახდინონ.“
„ჯიპიაი ჰოლდიგნში“ ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული თბილისსა და რეგიონებში. არსებულ სერვის ცენტრებში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანია მომავალ წელსაც გეგმავს და დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს თვალი ადევნონ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფეისბუქ გვერდს, სადაც გამოცხადებული ვაკანსიები ყოველთვის თავსდება.