„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები“

„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები“

„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები“, - ამ საკითხს მიეძღვნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მრგვალი მაგიდის ფორმატში  გამართული შეხვედრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილეს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას საჯაროობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება სურსათის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში, რისკის შეფასება სურსათის უვნებლობის სფეროში და სხვ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ ისაუბრა 2014 წლის მიღწევებსა და იმ გამოწვევებზე, რასაც სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ითვალისწინებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიების, ბიზნესის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

https://www.wetransfer.com/downloads/c5a7329b4d9f2a513e674c3eb0f3fbc720141212100622/a79df36cccce83f393f80b05fc45211d20141212100622/c216d0

მიმაგრებული ვიდეო ფაილები:

1.     სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძეlink 1ftp://fileserver.moa.gov.ge/NFA/Zaza%20Dolidze.rar

2.     ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძეlink 2

ftp://fileserver.moa.gov.ge/NFA/qeti%20vashakidze.rar

3.     შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა: საერთო კადრები, ტიხრები link 3

ftp://fileserver.moa.gov.ge/NFA/evrazia%202.rar