“პაშა ბანკმა” ქართული პანორამის გამარჯვებული დააჯილდოვა

“პაშა ბანკმა” ქართული პანორამის გამარჯვებული დააჯილდოვა

ქართული პანორამის სპონსორმა “პაშა ბანკმა”, რომელიც სრული კორპორატიული მომსახურების ბანკია, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი “მე ვარ ბესო” დააჯილდოვა. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი დეკემბრის პირველ კვირაში ჩატარდა.

„პაშა ბანკისთვის“ აღნიშნული კულტურული ღონისძიების სპონსორობის მთავარი მოტივაცია ქვეყანაში კინოინდუსტრიის ხელშეწყობაა. კინოფესტივალის პრიზები ორ კატეგორიაზე – საერთაშორისო კონკურსი და ქართული პანორამა – განაწილდა. საუკეთესო ქართული ფილმის რეჟისორს და პროდიუსერს „პაშა ბანკმა“ სპეციალური საჩუქარი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საგზურები გადასცა.

“მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქართულ კინემატოგრაფიას. მჯერა, უახლოეს მომავალში საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების მომსწრენი გავხდებით”, – განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

“ქართულ კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს. საბჭოთა ეპოქაში ქართული კინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოირჩეოდა კრეატიულობით და დინამიურობით. როგორც იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ ერთხელ აღნიშნა, „ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო”. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოყვა, ფილმების გადაღება გართულდა, თუმცა დღეს ვითარება შედარებით გამოსწორდა. ამის მაგალითია ფილმები, რომლებიც ჩვენ ამ ფესტივალზე ვნახეთ,” – განაცხადა მამმადოვმა.