საქართველოში იმყოფება გაეროს ტელევიზია „XXI საუკუნის" ჟურნალისტი, „ფარკასმედია"-ს დამფუძნებელი, სიუზან ფარკასი, რომელიც გაეროს დემოკრატიის ფონდისთვის პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ფილმის მთავარი თემა ის რეფორმებია, რომელიც პრობაციის სისტემაში ხორციელდება.
სიუზან ფარკასს და მის შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, რომელმაც სტუმრებს გააცნო საქართველოს პრობაციის სისტემის სტრუქტურა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები, აგრეთვე სამომავლო გეგემები.
ჟურნალისტებმა მოინახულეს საქართველოს პრობაციის სააგენტოს რეგიონული ბიუროები, იმყოფებოდნენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, შეხვდნენ პრობაციონერებს.