კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ტაძრის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს. ავარიული დაზიანების თაობაზე შეტყობინება კომპანიის ცხელ ხაზზე დღეს დილით შემოვიდა. ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. სამუშაოების ჩატარება აუცილებლად მოითხოვს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას.
ამ მიზნით, დღეს, დილის 10:30 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება:
საქანელას, გულუას, ორბელიანის, ბარათაშვილის, ათონელის, მტკვრის, ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკისა და დოდაშვილის ქუჩებს, საცხოვრებელ კომპლექს „ორთაჭალის ტურფას"
გორგასლის #111-ის კორპუსებსა და იუსტიციის სახლს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.