თბილისის მერის ინიციატივას, საბავშვო ჟურნალ “დილას“ 110 წლის იუბილეს მილოცვას, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე გამოეხმაურა.
21-28 ნოემბერს გლდანის რაიონის 22 საბავშო ბაგა-ბაღში შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, სადაც პატარებმა საბავშვო გამომცემლობა ,,დილას“ თემაზე მოკლე პროგრამები წარმოადგინეს. გლდანის გამგებელმა თითეული მათგანი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
დასკვნითი საღამო 6 დეკემბერს გლდანის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის მსახიობებმა გამართეს. ღონისძიებას დაესწრნენ და ჟურნალს იუბილე მიულოცეს პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, პოეტებმა, მსახიობებმა და მხატვრებმა.
საბავშვო გამომცემლობა „დილას“ რედაქტორს, დოდო წივწივაძეს სიგელი და ბიბლია გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ გადასცა. მისივე ინიციატივით, გლდანის საცურაო აუზთან მდებარე სკვერში დაიდგა სიმბოლური მერხი, გადაშლილი წიგნით, რომელიც გვაუწყებს, რომ სკვერს მიენიჭა სახელი „დილა“.