ჯიპა აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

ჯიპა აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა! - ამ ლოზუნგით  შეუერთდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და შესთავაზა მოქალაქეებს მიეღოთ მონაწილეობა პრობლემის დაძლევის გზების ძიებაში.

4 დეკემბერს რადიო ჯიპას (FM 94.3) ეთერი, ქართულ მედიაში ძალადობის საკითხების გაშუქებაზე საუბარს მიეძღვნა. გთავაზობთ ინტერვიუების ჩანაწერებს:

თიკო ცომაია ქართული მედიის მიერ ფემიციდის გაშუქების შესახებ:  https://soundcloud.com/newscafege/kxkeurxrastr

გიორგი ტუღუში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების სახელმწიფოს ხედვის შესახებ: https://soundcloud.com/newscafege/gcwte5uimczt

მედიანალიტიკოსები (ნინო დანელია და ანა ქეშელაშვილი) ქართულ მედიაში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას გამოვლენილ  ტენდენციებზე:  https://soundcloud.com/newscafege/ux30rgwm4fkd

როგორ რეაგირებს ჟურნალისტური ეთიკიის ქარტია ძალადობის საკითხების გაშუქებისას გამოვლენილ ხარვეზებზე: https://soundcloud.com/newscafege/edczwxdrvn9g

შემაჯამებელი ინტერვიუ ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორთან, მაია მიქაშავიძესთან: https://soundcloud.com/newscafege/watt9cwortda

დღის ეთერის დასრულების შემდეგ „ფრონტლაინ კლუბ“-ში, ჯიპას პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ თემებზე:

რა არის ძალადობა;

ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციაში.

ჯიპა -  აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და სამომავლოდაც მიმართავს სხვადასხვა აქტივობებს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში. დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 20 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივდონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.დღეს ინსტიტუტი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ძვრების შედეგად საჯარო სექტორის როლის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.