8 ნოემბერი, 2014 თიბისი ბანკში სესხების საახალწლო გათამაშება დაიწყო. მათ ვინც 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღო ან აიღებს ნებისმიერი ტიპის სესხს თიბისი ბანკში, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და ექნება შანსი, მოიგოს Orbi Palace-ის ელიტარული ბინა ბაკურიანში და საახალწლო პრიზები.
გათამაშებაში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სასესხო პროდუქტის - საკრედიტო ბარათის, სწრაფი განვადების, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.
სუპერ პრიზის - ბაკურიანში ბინის გარდა, თამაშდება სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლითაც შესაძლებელია საახალწლო პრიზების - მათ შორის Apple-ის პროდუქციის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის და სხვა საჩუქრების შეძენა. გათამაშების მონაწილეებს, სესხის აღებისთანავე გადაეცემათ საჩუქრების სია და შესაძლებლობა მიეცემათ, თვითონ აირჩიონ სასურველი პრიზი, რომლის მოგებაც სურთ გათამაშების შედეგად.
გათამაშებაზე გამოვლინდება სუპერ-პრიზის, ბაკურიანში ბინის მფლობელი და ასევე 50 გამარჯვებული, რომელიც თავისივე შერჩეული საჩუქრის მფლობელი გახდება.
გათამაშება, ლოტოტრონის პრინციპით, შედგება 8 იანვარს, 20:00 საათზე, და ლაივსტრიმის მეშვეობით თიბისი ბანკის facebook გვერდზე გადაიცემა.
იჩქარეთ, აიღეთ სესხი თიბისი ბანკში, ჩაერთეთ გათამაშებაში, მოიგეთ ბინა ბაკურიანში ან სხვა საახალწლო საჩუქრები.