ამა წლის 7 დეკემბერს ქ. რომში Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, (მისამართი: Via Del Serafico 1) 15 საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ მართავს საზეიმო კონცერტს: “ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური”, რომლის ორგანიზებაში ასევე აქტიურად მონაწილეობენ დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები. კონცერტი მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო სულიერებისა და კულტურის ხელთუქმნელი საგანძურის, ევროპელი მსმენელისთვის წარდგენას.
როგორც "ქართული გალობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ანსაბლ "რუსთავის" დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფონდის საბჭორს წევრმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოსთან ერთად, კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოს ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები ბრიუსელიდან, ფლორენციიდან, ბარსელონადან, დიუსელდორფიდან, მიუნხენიდან, პარიზიდან და რომიდან.
"კონცერტში მონაწილეობას მიიღენებ 7 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები, რომელიც დაკომპლექტებულია ქათველი ემიგრანტებისაგან. ვფიქრობ, დიდი საქმე კეთდება, ვინაიდან ეს ღონისძიება პირველად ტარდება. მოგეხსენებათ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემანულეები მძიმე შრომას ეწევიან, ამიტომ მათი სულიერების ამაღლებისათვის მსგავი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.გარდა ამისა, ეს კონცერტი ქართულ სიმღერას, ცეკვასა და გალობას ევროპაში პოლუპარიზაციას გაუწევს" - განაცხადა არზორ ერქომაიშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კონცერტი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის პოლულარიზაციაში გარკვეულ წვლილის შეტანას ემსახურება. კონცერტი ასევე მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის საგანძურის, ევროპელი მსმენელებისთვის წარდგენას.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის ნანა გოთუას განცხადებით, , კონცერტში თითოეული გუნდი 3 სიმღერას შეასრულებს, რომელიც იქნება ტრადიციული ქართული გალობა და ხალხური სიმღერა. ყველა მონაწილე გუნდი ფონდისაგან სპეციალური პრიზით, ფონდის სიმბოლოთი დაჯილდოვდება.
კონცერტზე მიწვეული არიან საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით და მეცენატ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად დაისახა ქართული კულტურის, ხელოვნების ტრადიციული დარგების და გამორჩეულად ქართული სიმღერა-გალობის მხარდაჭერა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფონდმა უამრავი საკონცერტო, მხატვრულ-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განახორციელა. რომში გასამართი საღამოც ერთ-ერთი მათგანია.