ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამუდმებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას რუსეთის მხრიდან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, ასევე მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებულ დარღვევას გმობს.
აშშ-ის კონგრესი ადასტურებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უფლებას, განახორციელონ თავისი სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ანექსია და გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან, უკრაინის საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტული ძალების პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობით.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარი ჰარფის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, თუმცა დღეს მათ შორის არსებული ურთიერთობები სწორედ მოსკოვის ქმედებების შედეგია - კერძოდ კი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის, ტანკების, სამხედროებისა და იარაღის შეტანის.