აშშ--ის სენატის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა
„გავუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია, მათ დავანახეთ დღევანდელი რეალობა. გავაცანი ასევე ჩემი ბიოგრაფია და ვუთხარი, რომ გუშინ გაიყიდა ის ბოლო ქონება, რომელიც რუსეთში მქონდა. ის ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა იყიდა. ილუზიები და სიცრუე, რასაც სააკაშვილი ხატავს, რომ თითქოს კრემლის აგენტი ვარ, ძალიან კარგად დავანახეთ და ასეთი ბევრი სიცრუის ფაქტი გავაცანით სენატორებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.