ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის პრობაციის ცენტრს ეწვია, სადაც შტატის მასშტაბით 67 000 პრობაციონერი ირიცხება.
მინისტრი პრობაციის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და არსებულ გამოცდილებას გაეცნო. დელეგაციის წევრები განსაკუთრებით სარეაბილიტაციო პროგრამებით და პრობაციონერთა დასაქმების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
INL-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ვიზიტი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ვიზიტის მიზანს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.