„ტყის კვირეული“  ზოოპარკში, ეკო გაკვეთილით 23 ნოემბერს  დასრულდება

„ტყის კვირეული“ ზოოპარკში, ეკო გაკვეთილით 23 ნოემბერს დასრულდება

დღეს, 23 ნოემბერს, 14:00  საათზე „ტყის კვირეულს“  ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის  დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად გახდებიან „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული  „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, ოჩოფეხიაბიანი კლოუნები და ანიმატორები.

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში ზოოპარკში  გამართულ ღონისძიებაში, რომლის  მხარდამჭერია გარემოს დაცვის სამინისტრო, მონაწილეობას მიღებენ SOS ბავშთა სოფლის აღსაზრდელები. მინისტრი მოწვეულ ბავშვებთან ერთად  წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგავს.

შეგახსენებთ, რომ  WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით  „ტყის კვირეული“  15 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კვირეულს  მასპინძლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი  „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰექტარის ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ხის ნერგი  და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.

კვირეულმა სტარტი  წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ  საცდელ სატყეო უბანზე   აიღო. ღონისძიება   2012-2014 წწ-ში  გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს  WWF -ის წარმომადგენლები უწევდნენ. მედიის გარდა,  ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად   სერთიფიკატი გადაეცათ.

„ტყის  კვირეული“ ასევე მოიცავდა  სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.  „ტყის კვირეულს“  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ და ბუკიას ბაღმა უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებისთვის  ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF-ის წარმომადგენლები  ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს,  ბავშვებმა  ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

შაბათს,  „ტყის კვირეულს“ ხაშურმა უმასპინძლა. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტური გაიმართა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილემ სპეციალურ ტერიტორიაზე  ხე დარგო. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭა სიმბოლური სახელი და ყველას მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის  სერტიფიკატი გადაეცა.

კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლებმა მედიასთან შეხვედრას გამართეს, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC-ის შესახებ ისაუბრეს, გააცნენ მის არსსა და საჭიროებას.

„ტყის  კვირეულის“  პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან „პალიტრა მედია“, „ITV ჯგუფი“,  გაზეთი „Caucasian Business Week”, „ფოკუს ტვ“ და ჟურნალი „ფოკუსი“. საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.

WWF მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთგარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით . პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წწ-ბი.

ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების კარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციების შესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობების – შემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

აღნიშნული მიზნის განხორციელება მიღწეული იქნება ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებით, ხელოვნურად გაშენებული ტყის მასივების ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის გაშენების) განხორციელებითა და სატყეო სფეროში უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სათანადო ტექნიკური-მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენით შემუშავებული იქნა საცდელი ნაკვეთზე არსებული ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყეების ბუნებრივ ტყეებად გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) გეგმა, რომლის მიხედვითაც  2012-2013 წლებში განხორციელებული იქნა შემდეგი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები.