დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთნ დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღბა მთიან და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე გამახვილდა.
„შვეიცარიას აქვს მდიდარი ტრადიცია მთიანი რეგიონების ეფექტიანად განვითარების თვალსაზრისით. მზად ვართ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და მონაწილეობა მივიღოთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობას“, - განაცხადა შეხვედრაზე გიუნტერ ბეხლერმა.
„მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება და იქ ადგილობრივი მოსახლეობის შენარჩუნება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის გაიზიაროს მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისათვის ქმედითი ზომები განახორციელოს. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან ფასეულია ჩვენი პარტნიორების და დონორი ირგანიზაციების მხარდაჭერა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.