Caspian Energy–მ “პაშა ბანკი საქართველო” წლის ბანკად დაასახელა

Caspian Energy–მ “პაშა ბანკი საქართველო” წლის ბანკად დაასახელა

"პაშა ბანკმა”, რომელიც სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკია, Caspian Energy-მ „წლის ბანკად“ აღიარა. პრიზი და დიპლომი „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადასცა.

„პაშა ბანკი“, როგორც კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის ოქროს სპონსორი, ხელს ეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ფორუმში, რომელიც თბილისში 2014 წლის 14 ნოემბერს გაიმართა, წამყვანი სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმი თბილისში კასპიის ზღვის ევროპული კლუბის (CEIBC) ძირითადი შეხვედრის სახით ყოველწლიურად გაიმართება.

კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმზე იმსჯელეს კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების  ქვეყნების ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხებზე. ფორუმის სპიკერების, დელეგატებისა და მონაწილეების მთავარი განსახილვის საგანი იყო საქართველოს როლი ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში,  ასევე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სექტორში, სამხრეთის კორიდორის პროექტსა და კასპიის ზღვის რესურსების ათვისების პოტენციალში.

„2014 წლის კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმი თავის წვლილს შეიტანს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში მდებარე ქვეყნების ფინანსური სექტორის ინტეგრაციასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში“ - განაცხადა „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამადოვმა.

„პაშა ბანკი“ მხარს უჭერს საქართველოს ბიზნესს და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა კასპიის ზღვის ენერგეტიკის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით საქართველოს ეკონომიკის ზრდისკენ და საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობების გამყარებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“, – განაცხადა მამადოვმა.

ფორუმის მეორე ნაწილში საქართველოს ჰიდრო და გეოთერმული ენერგეტიკის სექტორის განვითარების საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. თანამედროვე ორმაგციკლიანი გეოთერმული ელექტროსადგურები ახალი ზელანდიის მაგალითზე განიხილეს. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ნავთობისა და გაზის წარმოების სექტორის პერსპექტივებზე.

მესამე და მეოთხე სესიები შეეხო საქართველოს ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ტრანსპორტის, აგრეთვე ინვესტიციების, ფინანსური, IT&კომუნიკაციების სფეროებს.

თბილისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, კასპიის, შავი ზღვის და ხმელთაშუაზღვის რეგიონების ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების, კომიტეტების და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები.

ფორუმის ორგანიზატორი იყო კასპიის ზღვის ენერგეტიკის საერთაშორისო მედია ჯგუფი. ფორუმის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს SOCAR Energy Georgia, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კასპიის ზღვის ევროპული კლუბი.