კომპანია „რუსთავის წყლის

კომპანია „რუსთავის წყლის" განცხადება

კომპანია „რუსთავის წყალი" ხრამის სათავო ნაგებობიდან გამომავალ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. 800 მმ-იან მაგისტრალზე, რომლის მეშვეობით ქ. რუსთავი და გარდაბნის რაიონული ცენტრი სასმელი წყლით მარაგდება, კომპანია საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ დილიდან, ჩაატარებს.

 სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 19  ნოემბერს, 10:00 საათიდან,  წყალმომარაგება შეუწყდება:

ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, წარმოება-დაწესებულებებს, საავადმყოფოებს და სხვა ობიექტებს

გარდაბნის რაიონულ ცენტრს.

 წყალმომარაგების სრულად აღდგენა მოხდება, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, 20 ნოემბერის დილის 06:00 საათიდან.

 კომპანია „რუსთავის წყალი" შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.