სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე დევნილი წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა.
'მივესალმები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივას და ლიბერთი ბანკის სახელით ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წარჩინებულ სტუდენტებს გადავცემთ სასაჩუქრე ბარათ gift card-ებს, რომლითაც თავად ექნებათ შესაძლებლობა შეარჩიონ სასურველი საჩუქარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკი განათლების სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ღონისძიების თანაორგანიზატორი და სპონსორია, რაც ახალგაზრდა თაობის განათლებასა და განვითარებას უწყობს ხელს' - განაცხადა დავით ვერულაშვილმა.