სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს. სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის გ-1-4 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება.
ეტაპზე პროექტით დაგეგმილია, გ-1-4 გამანაწილებლის 1500 მ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია არსებული დაზიანებული ღარების დემონტაჟი, განახლდება შემამჭიდროვებელი რეზინები და არხი მოპირკეთდება რკინა-ბეტონით.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერა.
1.ეტაპის სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს გამანაწილებლების რეაბილიტაციის II ეტაპის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაურადება მაგისტრალური არხის 4 კმ-იან მონაკვეთს, II რიგის გამანაწილებლებს და შიდა ქსელებს. შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხისის და ქვენატკოცას 500 ჰექტრამდე სავარგულები იქნება წყალუზრუნველყოფილი.
II ეტაპის სამუშაოები სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია
შიდა ქართლში, ერთდროულად 8 სხვადასხვა ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია უტარდება ტირიფონის, სალთვისის, ჭალის არხის, სასირეთის არხის, ჩოჩეთის არხის, შუაუბნის და კოდის არხების, თეზი-ოკამის სარწყავ სისტემებს, კავთისხევის #1 და #2 აწევის სატუმბ სადგურებს.
სინქრონი - ლევან დვალი საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი