„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ნეფროლოგთა ამერიკული საზოგადოების კლინიკურ ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში შედარებულია გარკვეული სასმელების ზემოქმედების შედეგები ადამიანის ორგანიზმზე თირკმლებში კენჭების ფორმირების თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ შაქრით დამტკბარი უალკოჰოლო სასმელების ყოველდღიურ მოხმარებას შეუძლია თირკმლებში კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობის ზრდა, ხოლო სხვა სასმელებს, რორეგორებიცაა ყავა და ლუდი, ასეთი რისკის შემცირება.
ადამიანები, რომლებიც დღეში შაქრით დამტკბარ ერთ ან მეტ კოლას მოიხმარენ 23 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ვიდრე ისინი, ვინც ამ სასმელს მხოლოდ კვირაში ერთხელ მოიხმარს. ისინი ვინც ყოველდღე სვამენ ტკბილ გაზიან წყალს კოლას გარეშე 33 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ვიდრე ისინი ვინც ამ სასმელს კვირაში ერთხელ სვამს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვა გემრიელი სასმელების ყოველდღიური მიღება ყოველკვირეულ მოხმარებასთან შედარებით ამცირებს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის რისკს: რისკი მცირდება 26 პროცენტით კოფეინის შემცველი ყავის, 16 პროცენტით უკოფეინო ყავის, 12 პროცენტით ფორთოხლის წვენის, 11 პროცენტით ჩაის, 31 პოროცენტით წითელი ღვინის და 33 პროცენტით თეთრი ღვინის მოხმარების შემთხვევაში.
დაბოლოს, აღმოჩნდა რომ ლუდი თირკმლებში კენჭების ფორმირების რისკს 41 პროცენტით ამცირებს.