15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.
კვირეულმა სტარტი 15 ნოემბერს, წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგნლები უწევდნენ.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
წავკისში ამ დღეს 300 წიწვოვანი ხე დაირგო.
„მთელი საზოგადოების ჩართულობით ირგვება ძალიან ბევრი ხე, ნიშნად იმისა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე და გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გამოცდილება და მხარდაჭერა, “ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს, რომელიც, კვირეულის დასრულების შემდეგ, გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობას თბილისის მერიას გადასცემს.
„თბილისის შემოგარენის ტერიტორიის 60-65 პროცენტი დაფარულია ხელოვნური ტყის საფარით, კერძოდ, ფიჭვნარით, რომელიც დღეს ხანდაზმულობის გამო არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომ აუცილებელია მისი ტრანსფორმირება ახალი ნერგებით და ბუნებრივ ტყეებთან მიახლოება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე დაირგო 20 ათასამდე ნერგი,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქისთვის,“ - აღნიშნა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში გიორგი სანადირაძემ.
ტყის კვირეულში ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.
17 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისათვის გაიმართა ეკო-გაკვეთილი. მათ WWF-ის წარმომადგენლები ბავშვებს ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
20 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ „ბუკიას ბაღი“ უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოზარდებისთვის გაიმართება ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთიხლდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი გაიმართება ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებან „თბილისის მწვანე სკოლისა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები.
21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ „ტყის კვირეულის“ შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.
22 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.
23 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, ოჩოფეხიაბიანი კლოუნები და ანიმატორები.
18 ნოემბერს არ გაგიკვირდეთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდა დაგემგზავროთ. ის დაგიტოვებთ სპეციალურ შეტყობინებას, რომ არ გამოგრჩეთ ზემოთ აღნიშნული არცერთი აქტივობა.
19 ნოემბერს, ესტუმრეთ მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიას თქვენც აღმოაჩინეთ „დამალული პანდა“ და გახდი კვრეულის აქტიური მონაწილე.
კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC-ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.
„ტყის კვირეულის“ პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან „პალიტრა მედია“, „ITV ჯგუფი“, გაზეთი „Caucasian Business Week”, „ფოკუს ტვ“ და ჟურნალი „ფოკუსი“. საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.