TRACE Matrix ინდექსით საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. შემდეგ მოდიან: ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ესტონეთი, ბელგია, სლოვენია და ა.შ
TRACE Matrix ინდექსის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის რისკების შესაფასებლად ყველა ქვეყანაში, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. საქართველოს მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიც არის: ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.
ქვეყნების შეფასება ხორციელდება ოთხ კატეგორიაში: ბიზნესურთიერთობები ხელისუფლებასთან, ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება, ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობები, მედიის როლის ჩათვლით.
1. ბიზნესურთიერთობები ხელისუფლებასთან: საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა ამ კატეგორიისათვის, რაც ნიშნავს ხელისუფლებასთან ინტენსიური ურთიერთობების ძალზე დაბალ რისკს, ძალზე დაბალ მარეგულირებელ ტვირთს, და კორუფციის (მექრთამეობის) ძალზე დაბალ მოლოდინს.
2. ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება: საქართველოსათვის მინიჭებულია რისკების საკმაოდ დაბალი ქულა 24.
3. ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა: საქართველოსათვის მინიჭებული 19 ქულა აღნიშნავს მართვა-ადმინისტრირებისა და ხელისუფლების გამჭვირვალობის კარგ ხარისხს.
4. სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობები: საქართველოსათვის მინიჭებული 39 ქულა რისკების ასევე დაბალ დონეზე მიუთითებს.
ამ პარამეტრების მიხედვით საერთაშორისო ინდქსით საქართველოს შემდეგ მოდიან: ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ესტონეთი, ბელგია, სლოვენია და ა.შ
ხოლო რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს სომხეთი 87-ე ადგილზეა, რუსეთი 124, უკრაინა 132-ე ხოლო აზერბაიჯანი 140-ე პოზიციაზე."
http://www.traceinternational.org/trace-matrix/